პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი გთავაზობთ ტრენინგებს პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებზე. ტრენინგის მონაწილეებს საშუალება ექნებათ მიიღონ თოერიული ცოდნა პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით, განიხილონ პრაქტიკული მაგალითები და მიიღონ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე. სწავლების ფორმატი არის ინტერაქტიული ხასიათის და მაქსიმალურად მორგებული აუდიტორიის ინტერესებზე.


ტრენინგი მიზნად ისახავს, პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ამ სფეროში არსებული კანონმდებლობის სწორად გამოყენების ხელშეწყობას.


ტრენინგი ჩატარდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ადმინისტრაციულ შენობაში, მისამართი: ქ. თბილისი, ვაჩნაძის #7


ტრენინგით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: რეგისტრაცია